“არ ვიმჩნევთ, მაგრამ ოკუპაციის მავთულხლართები აგერ მცხეთამდეა პრაქტიკულად მოსული” – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და covid 19-ის შესახებ წერს:

“გუშინ არ მინდოდა სადღესასწაულო განწყობის არევა…
ამიტომ დღეს აგრევთ!
ისმის მთავარი შეკითხვა!
რატომ ძაბავთ ხელოვნურად ფონს?
რას ემსახურება “იმედის” ე.წ.”ზასტავკა” სადაც კოვიდის ფონია?
ბარემ გამოგეფინათ ფეკალური მასები, ურინის ფორმულა(შარდის)
თუ მაინცა და მაინც “Острые ощущения”გინდათ,
თუ არადა, როგორც ძველ ანეგდოტშია “кинжал в жопу”-ც წავა-это раз!
რატომ დაახრიგინებთ კუბოებს? რას აანონსებთ სიკვდილს?
როდის იყო, რომ ომის დროს ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, წადი ბრძოლაში და ცოცხალი ნუ დაბრუნდებიო?
პანიკაზე ომის დროს დახვრეტაა!!!-Это два
რატომ აჩვენებთ სარეანიმაციო განყოფილებას?
ან რა უნდა დაგვენახა განსაკუთრებული?
თუ ადამიანი რეანიმაციაშია,(ინსულტი, ინფარქტი, კომა) ესეიგი ცუდათაა და იქ არც მღერის, არც ცეკვავს და არც კამათელს აგორებს!
იქნებ გონმიხდილ პაციენტს სულ არ უნდა ასეთი რეტროსპექტივა?-это три
რატომ გადააქციეთ ექიმები შოუმენებათ? რა საჭიროა ამდენი ეთერი?
გასაგებია დილის ბრიფინგი, თუმცა გაუგებარია ამდენი ხანი რატომ ვერ მოხერხდა ერთი სპიკერის არჩევა, რომ ყოველ საღამოს ხვალინდელი დღის სხვადასხვა პერსპექტივა არ გვესმოდეს?ან რატომ ცდებიან ექიმები ამ დროს,სატელევიზიო ეთერის რეიტინგზე?-это четыре!
და ბოლოს, მე კადრ-კადრ დავიმახსოვრე ვინ რა თქვა და როდის!
ჯერ პიკი დაგვიანონსეს 4 აპრილს, მერე კი დაიწყო დოღი და რბოლა!
ამასობაში ხალხმა ამოწურა ის დანაზოგი რომელიც ქონდა, უმანქანოთ უჭირთ ავადმყოფი მშობლების მოვლა-პატრონობა,
წარმოუდგენელია იმ პრობლემების დაძლევა, რაც ამ ბოლო აკრძალვებით გაჩნდა!აი ახლა კი რეალურად ბევრი მსხვერპლი იქნება, თუ დროზე არ დავასრულეთ ეს მარაზმი!
აშშ და გერმანია ღიად საუბრობენ დიდ აფიორაზე და მოუწოდებენ ქვეყნებს ფრთხილად და გონივრულად აკრძალვების მოხსნაზე!
ჩვენ ამასობაში ახალი ფაშისტური მეთოდებით გვაშინებენ!
არ ვიმჩნევთ, მაგრამ ოკუპაციის მავთულხლართები აგერ მცხეთამდეა პრაქტიკულად მოსული,ამ თემაზე პირდაპირი დიალოგის ნაცვლად ჯარს და პოლიციას კვლავ სიცხის გაზომვაზე ვაცდენთ…
და კიდევ გუშინ ერთი ლამაზი გოგო მერვე სართულზე, ქუჩიდან “შემოფრენილმა” ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა…
მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის და რა ვითარებაში წაგვიყვანს…
მორჩით პანიკას!
მორჩით საკუთარი გვამის მონობას!
მორჩით ზღვარგადასულ სმა-ჭამას!
ავაღორძინოთ სოფელი, თორემ ნოემბერ-დეკემბერში, ახალი, სეზონური ტალღა წაგვლეკავს და პურის ბარათებზე გადაგვიყვანს!
გუშინ მეუფეები ტიროდნენ…
აღდგომა და ხვალეო”

კომენტარები

სხვა სიახლეები