არქიმანდრიტი ანთიმოზი “შენდობის წერილს” აქვეყნებს

 არქიმანდრიტი ანთიმოზი სოციალურ ქსელში “შენდობის ღია წერილს” აქვეყნებს. “17 მაისის მოვლენების შემდეგ და მანამდეც, მიდიოდა ჩემზე თვალთვალი, ფარული ჩანაწერების კეთება და შემდეგ გავრცელება სოციალურ ქსელში(ცნობილი დაჯგუფების მიერ), რასაც მოყვა ჩემი 40-დღიანი ეპიტიმია(დასჯა). ცხელ გულზე გადავწყიტე პენსიაზე გასვლა და ბრძოლა ამ ძალებთან, რაც გახდა მიზეზი ტელევიზიებში ჩემი აქტიურობისა. ეკლესიაში გარკვეული სუბორდინაცია არსებობს, მე დავარღვიე მორჩილების წესები. პენსიაზე გასვლაზე უარი მითხრეს. დამშვიდებულ გულზე მივხვდი ჩემს დანაშაულს და გულწრფელი სინანულით ვთხოვ შენდობას უწმიდესს და უნეტარესს ილია მეორეს, ქორ-ეპისკოპოსს თეოდორეს, ქორ-ეპისკოპოს გერასიმეს, მეუფე ანდრიას და პროტოპრესვიტერ გიორგის, იმის მაგივრად რომ მკაცრად მომქცეოდნენ სიყვარული დამანახაეს. მადლობა შენდობას ვთხოვ ეკლესიის ყველა წევრს, ვინც დავაბრკოლე. ეკლესიის გარეთ ყოფნა ვერ წარმომიდგენია. არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)”, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები