არქიმანდრიტი ანთიმოზი: გრიგოლ რობაქიძის ”ჩაკლული სული” მაინც წაიკითხეთ, თქვე გამოშეშებულებო!

 

სოციალურ ქსელში ქართველი პოლიტიკოსების მიერ ქართველი კლასიკოსი მწერლების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკას არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება. არქიმანდრიტისთვის ქართველი მწერლების შემოქმედების მიმართ გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია.

„სულის ჩამკვლელები, ანუ ახალი ათეისტები მართლმადიდებლობას ებრძვიან, პატრიარქს ებრძვიან. ახლა დიდ ქართველ მწერლებს საფლავებში დაუწყეს ბრძოლა: კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძეს, ჭაბუა ამირეჯიბს, ნოდარ დუმბაძეს. დიდ რობიკო სტურუას უკვე დიდი ხანია ებრძვიან.

წითელი ათეიზმის დროს ეკლესიის როლი დაკნინებული იყო. ამ მწერლებმა ზურგით ატარეს ქართული სული, ქართული მესიანიზმი, ისევე როგორც თეატრისა და კინოს რეჟისორებმა, მსახიობებმა – დიდმა კორიფეებმა.

ვინ არიან ესენი, ანუ ქართული სულის ჩამკვლელები? ვის, ან რა იდეოლოგიას ემსახურებიან? და, საერთოდ, რა უნდათ საქართველოსგან?

ახალი ათეისტები(რობიკოს მოვპარავ) უბრალოდ წითელი ათეისტების საქმის გამგრძელებლები არიან.

გრიგოლ რობაქიძის ”ჩაკლული სული” მაინც წაიკითხეთ, თქვე გამოშეშებულებო! რომელსაც ემსახურა თქვენი რეჟიმი და ემსახურება, რომ როგორმე ქართული სული ჩაკლან“,-წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

კომენტარები

სხვა სიახლეები