„არსენალის“ ნახევარმცველმა ქორწილში რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეჯვარედ აირჩია (ფოტო, ვიდეო)

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანელი ფეხბურთის ვარსკვლავმა და „არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ ოზილიმ ქორწილში მეჯვარედ აირჩია. თურქეთის პრეზიდენტი ქორწილში მეუღლესთან ერთად მივიდა.

მესუთ ოზილმა ყოფილ მის თურქეთზე, ამინა გულსეზე იქორწინა. სამოქალაქო ქორწინების წიგნაკში კი, მოწმის სახით, თურქეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალდაქორწინებულ წყვილს სულ მცირე, ოთხი შვილის გაჩენა უსურვა და საოჯახო წიგნაკი პატარძალს გადასცა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები