არიანა გრანდე მანჩესტერის ტერორისტული ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

​მომღერალი არიანა გრანდე მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული ფაქტის შესახებ, რომელიც მისი კონცერტის შემდეგ მოხდა, განცხადებას ავრცელებს.
“ჩემი გული, ლოცვა და ღრმა მწუხარება მსხვერპლსა და მათ ახლობლებს ეკუთვნით”, – წერს მომღერალი Twitter-ში.
“მე მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რატომ ხდება ასეთი მოვლენები, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი არ არის. ჩვენ არ ვიმოქმედებთ შიშით. ჩვენ არ მივცემთ მას უფლებას, რომ დაგვაშოროს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს. ძალადობაზე პასუხი უნდა გვაახლოებდეს, ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ, გვიყვარდეს მეტად, ვიმეგობროთ უფრო გულუხვად და მეგობრულად, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. მუსიკა არის ის, რაც დედამიწაზე ყველას შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ. მუსიკა გულისხმობს განკურნებას, ის გვაერთიანებს, იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს. ჩვენ დავკარგეთ საყვარელი ადამიანები – ჩემი გულშემატკივარი და ამ ტრაგედიით ყველა დაზარალებული ჩემს გონებასა და გულში ყოველდღე იქნება. მთელი დარჩენილი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო”, – წერს არიანა.
​მომღერალი მანჩესტერში საქველმოქმედო კონცერტს გეგმავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები