ანჯელინა ჯოლი საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა

ანჯელინა ჯოლი, რამდენიმე დღიანი ვიზიტით, საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს შეხვდა.
ბრიტანული გამოცემა „dailymail.co.uk“ ანჯელინა ჯოლის მსოფლიოს მშვიდობის ადვოკატად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ჯოლი მშვიდობის ერთგულია და მზადაა, რეგულარულად ჩაერიოს მსოფლიოში მიმდინარე ჰუმანიტარულ საქმიანობაში.
საფრანგეთის პირველი ლედის და ანჯელია ჯოლის შეხვედრა, „Élysée Palace“-ში შედგა, სადაც ანჯელინა თეთრი კაბით   წარსდგა. სხვადასხვა მედია საშუალებებმა მათი შეხვედრა გააშუქეს და მთავარი აქცენტი ჰოლივუდის ვარსკვლავის ჩაცმულობაზე გააკეთეს.
როგორც უცხოური პრესა წერს, ანჯელინა ჯოლიმ 6 შვილთან ერთად, საფრანგეთში ვიზიტის დროს, პარიზის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა დაათვალიერა. ჰოლივუდის ვარსკვლავი და მისი შვილები ლუვრის მუზეუმსაც ეწვივნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები