ანჯელინა ჯოლი საკუთარ სახლში გულწასული იპოვეს – მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას საზოგადოებისგან მალავს, პრესაში ხშირად იბეჭდება სიახლეები იმის შესახებ, რომ ის თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს. გასულ თვეში ანჯელინა საავადმყოფოში მოხვდა. ის საკუთარ სახლში გულწასული იპოვეს, რის შემდეგაც მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა NW წერს.

უცნობია, თუ ვინ გამოიძახა სასწრაფო – ანჯელინას შვილებმა თუ იქ მყოფმა რომელიმე სტუმარმა. გულის წასვლის მიზეზი კი ძლიერი სისუსტე გახდა. კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ჯოლის ბოლო პერიოდში უძილობა აწუხებდა, რაც საერთო სისუსტისა და ნერვული სისტემის მოშლის მიზეზი გახდა. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო გართულდეს.

ანჯელინას ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია ბრედ პიტიც და ყოფილ ცოლს სთხოვს, რომ სრული სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს კლინიკაში, თუმცა ჯოლის ბავშვების მარტო დატოვება არ სურს და აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

წყარო:http://droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები