ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა სირიელი ბავშვი იშვილეს

უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მეშვიდე ბავშვის მშობლები გახდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა სირიელი ბიჭუნა მუსა იშვილეს, რომელიც თურქეთში არსებულ დევნილთა ბანაკში ცხოვრობდა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯოლი და პიტი ბავშვის შვილად აყვანას გეგმავდნენ, ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ავსტრალიური პორტალი „Woman’s Day“ წერდა. ჯოლიმ მომავალი შვილი გაეროს ელჩის რანგში დევნილთა ბანაკში ერთ-ერთი ვიზიტისას იხილა.
თარჯიმანმა კინოვარსკვლავს ბიჭუნას მძიმე ცხოვრების შესახებ მოუთხრო, ანჯელინამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. საუბრის დროს მუსა მასთან მივიდა და მაგრად ჩაეხვია.
„ეს ძალზე ემოციური მომენტი იყო. ყველამ უცებ გაიღიმა და სიცილი დაიწყეს. ამის შემდეგ ჯოლიმ მას თხემზე აკოცა და ჯოლის გამგზავრებამდე ისინი ერთმანეთს არ დაშორებულან“ – განაცხადა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა.

დაწვრილებითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მუსა ობოლი იყო. ამის შემდეგ ანჯელინამ და ბრედმა ბავშვის შვილად აყვანისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება დაიწყეს. ჟურნალ “OK!” –ის გავრცელებლი ინფორმაციით, ამჟამად იურიდიული პროცესი დასრულებულია და მუსა წყვილის დანარჩენ ბავშვებს შეუერთდა.

შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავთ: 6 წლის ტყუპები ვივიენი და ნოქსი, 8 წლის შაილო ნუველი ჰყავთ. გარდა ამისა მათ ოთხი ნაშვილები ბავშვი – 13 წლის მედოქსი, 11 წლის პაქსი, 9 წლის ზახარა და უკვე 2 წლის მუსა ჰყავთ.

წყარო: starhit.ru

კომენტარები

სხვა სიახლეები