ამ წუთებში მამა პეტრეს გულის ოპერაცია უტარდება

ამ წუთებში მამა პეტრე კოლხს (კვარაცხელია) გულის ოპერაცია უტარდება.მამა პეტრე კოლხმა გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებაში მას სასულიერო პირები, მრევლი და მეგობრები დაეხმარნენ.„ხვალ, დილის ცხრაზე დამიბარეს… არ ვიცი, რამდენი სიტყვა მეყოფა იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ, რასაც განვიცდი… ჩვენი მიძინებული ბუნება და ხასიათი, ყველაზე მეტად განსაცდელის ჟამს ვლინდება… თითქოს ინერტულები ვართ, თითქოს გული გაგვიცივდა, მაგრამ საკმარისია ერთი რაიმე შემთხვევა, სხეულიდან გავძვრებით და სხვას შევეხიდებით… ასე მოხდა ჩემთვისაც… დედამიწის ყველა კონტინენტიდან მწერენ, მირეკავენ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ვერც ახერხებს… ვიცი, ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრამ ამ ტკივილით უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ თქვენი უნაპირო სიყვარული ასე რომ შემეხო, ასე რომ მეკუთვნის…
ვერასდროს გაიგებთ, როგორ მიყვარხართ…
სიმართლე გითხრათ, კიდევ არ დავგეგმავდი, რომ არა ამდენი მოტივაცია…
დიახ, თქვენ ,,გაბრალებთ” ამ ნაბიჯს…
ჩემი მამა Seraphime , მეუფე ეფრემი, სვეტიცხოვლის მამები, მეგობრები, მთელი ქვეყანა ამ გულში მყავხართ…
სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი მომენატრება კიდეც… მერეც არ დამივიწყოთ“, -წერს მამა პეტრე.

კომენტარები

სხვა სიახლეები