„ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი“ – რატომ ეცვა ვახო სანაიას ორი შარვალი საავადმყოფოში გადაყვანისას

ჟურნალისტი ვახო სანაია გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის შესახებ სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“მოკლედ, დღეს არ ვიყავი კარგად. თავი, გული, ისა, ესა. ყველაფერი. იმდენად ცუდად ვიყავი, დილიდან პიჟამოთი დავბოდიალობდი სახლში. ისე დავმძიმდი, რომ ჩაცმის თავიც არ მქონდა, მაგრამ გადაცემა გადაცემაა და უნდა წავსულიყავი სამსახურში. ჰოდა ავდექი და გახდისა და ისევ ჩაცმის ენერგია აღარ მქონდა, ავდექი და ამ პიჟამოზე ზემოდან ჩავიცვი შარვალი და წავედი სამსახურში. გზაში და მერე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად გავხდი. წამოვწექი დივანზე. შემოვიდა პროდიუსერი Tiko Levanishvili. ფერის არ მომწონსო და მიმასაჟებს ხელის გულებს. მერე შემოვიდა Lela Revishvili, რომელსაც ზოგადად არ სჯერა, რომ მე ოდესმე მოვკვდები, მაგრამ ამჯერად შეშფოთდა ჩემი სახის დანახვაზე. არიქა, ატყდა ამბავი, რომ ვკვდები. ინგა გრიგოლია, რომელიც თავადვე ძლივს გამოჯანმრთელდა, შეშფოთებული შემოვიდა. ჩემი ავადმყოფობისადმი სკეპტიკურად და ცინიკურად განწყობილი დიანა ტრაპაიძე უკვე ვეღარ მალავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეწუხდა. ასე სწრაფად და დროულად არასდროს მისულა სადმე Nino Zhizhilashvili. ამ სამყაროში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი Alina Chxaidze, რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდა. ვითარებას აკონტროლებდა Nana aburjanidze. საზღვარგარეთიდან შეუწყვეტლად რეკავს vato tsereteli. გაივსო ოთახი ხალხით. გაიღო კარი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც შემოგვიერთდა. იწყო ხალხმა დენა ჩვენს ოთახში. სასწრაფომ შეიხსენი ღილები, მკერდზე რაღაცები უნდა დაგიმაგროთო. ფეხებიც გვაჩვენე მანდაც რაღაცებს დავაყებებთო…გამომდინარე იქიდან, რა ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, თან ყველანი ტელეფონებით შეიარაღებულნი, ვიკითხე, ეს ფეხებზე დამაგრება აუცილებელია-მეთქი ? კიო, დაბეჯოთებით მიპასუხა ექიმმა. და აი აქ გამოჩნდა ჩემი პიჟამო და დაიწყო ინგას, დიანას და სხვების ხორხოცი. ყრუდ ისმოდა სიტყვები – ,,ორი შარვალი” ,,ორი შარვალი”  :)))))) მოიმარჯვეს ტელეფონები. არსებობს მტკიცებულებებიც  :)))))))))

ერთი დეტალიც – ახლა აქედან სასწრაფოს მანქანამდე საკაცით უნდა წაგიყვანოთო. აი მანდ უკვე წამოვხტი, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი…

მერე კიდევ იყო რაღაცები, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს. ახლა კარგად ვარ. გმადლობთ მოკითხისთვის, ყურადღებისთვის”- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები