,,ამხელა ბედნიერებას გულში რა დაიტევს…” – დედას, რომელსაც ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდა, სახლი უყიდეს

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მარტოხელა დედას, რომელსაც ორი შვილით, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდა, საზოგადოების დახმარებით საკუთარი სახლი ექნება.

,,ამხელა ბედნიერებას გულში რა დაიტევს, მართლა…

არ დაიჯერებთ არაფრით და დედას, ორ შვილთან ერთად, რომლებსაც ზამთრის ქუჩაში გატარება ემუქრებოდათ, თქვენი, ყველას დახმარებით, თავისი საკუთარი სახლი ექნება.

შეგროვდა ყველაფრისთვის საკმარისი ფული, ექნებათ ახალი, საკუთარი სახლი, დაიწყებენ ახალ ცხოვრებას.

ჩვენგან ექნებათ ყველაფერი, რაც ბავშვებს დასჭირდებათ. სახლი გაფორმდება შვილზე, რომელიც ჯერ ორი წლისაა და მისი სრულწლოვნების ასაკამდე, მეტს არავის ექნება განკარგვის საშუალება.

ადამიანებმა, ადამიანებს საკუთარი სახლი უყიდეს და პატარები ქუჩაში ცხოვრებას და ყველა უბედურებას გადაარჩინეს.

აი, ასეთი ქვეყანა ვართ. ყველას უზარმაზარი მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამხელა ბედნიერებაში.
ალბათ ღამე არცერთს არ დაგვეძინება, გააააავსკდით ემოციებით მართლა.

იამაყეთ, რა ადამიანები ხართ,
იამაყეთ, რამხელა ბედნიერებას აკეთებთ ერთად,
იამაყეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი,
მე ძალიან მიყვარხართ ადამიანებო.

#სიკეთეგადამდებია”, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები