ამიკო ჩოხარაძე სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს – “კლავიატურის ვირთხებო”

​მსახიობი ამიკო ჩოხარაძე იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც სოციალურ ქსელში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მოსკოვურ გამოსვლებს აკრიტიკებს. მათ შორის იყო “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.
“მოკლედ! …. ყველა იმ ადამიანს მივმართავ, რომლებიც პოსტებით და კომენტარებით პატრიოტიზმზე თავს დებთ! რუსეთში, რუსულ თამაშში, რუსულ გუნდებს და არა მარტო რუსულს (უკრაინული, გერმანული, ბრიტანული და ა.შ)… ვუგებთ და საქართველოს ნაკრების სახელით წარმატებას ვაღწევთ და მაქსიმუმ, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გეამაყებოდეთ და ტაშს უკრავდეთ…. მერე ის, რომ სააკაშვილზე ვიხუმრეთ და გამოდგნენ აქ პროფესორები, რომ თურმე მიშას ვერ იტანენ, მაგრამ არ უნდა გვეხუმრა… მიშამ მსოფლიოს მაშტაბით ქვეყანა შეარცხვინა და მაშინ გამომძვრალიყავით ერთი ადგილიდან! და იმ კადრების და რეჟიმის შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვნახეთ, მიშაზე ხუმრობა არ უნდა გვქონოდა? ხალხნო, ცოტა გამოფხიზლდით… ჯერ ერთი, ეს თამაში ენთუზიაზმზეა დამოკიდებული და არანაირი ფინანსური ინტერესი არ არის… და ძალიან თუ გაინტერესებთ, ჩვენი ხარჯებით ვიყავით ბოლო თამაშზე, პერსპექტივა გვაქვს ყველას, ვინც ნაკრებში ვართ და თუ მოსკოვში შანსი მექნება რომ რამე კარგ შემოსავლიანი სამსახური ვნახო, დიდი სიამოვნებით დავრჩები, რომ ოჯახი მყავდეს კარგად… რასაც ნებისმიერი გააკეთებთ თქვენი ოჯახებისთვის… მერე კიდევ პოლიტიკა ისე არხეინად მკიდია ერთ ადგილას, რომ ძალიან არ მაინტერესებს ვინმეს პოლიტიკური აზრიც კი! და ჩემი მიდგომა როგორც ქართველის, კარგად დავაფიქსირე და მე მგონი, ყველამ კარგად იცით…. ხო, მართლა, ეს ფრთოვანი სიტყვა კიდევ თქვენ გეხებათ, ვითომ პატრიოტებს და საქართველოს ნაკრების მლანძღველ კრიტიკოსებს!!!
პ.ს. რამის ტრ..ი მაინც გქონდეთ კლავიატურის ვირთხებო! ქუჩაში როცა მხედავთ, მაშინ მოდით და სათქმელი მითხარით!”- წერს ამიკო  ჩოხარაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები