ალენ დელონის გარდაცვალების შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობა არ დადასტურდა

უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ ცნობილი ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი გარდაიცვალა, არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია weeklyobserver-მა უარყო და სხვა მედიასაშუალებებიც შეუერთდნენ.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ალენ დელონი ბოლო პერიოდში გულის უკმარისობისა და ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია.

ალენ დელონის ქალიშვილი თანამშრომლობს მასმედიასთან და სწორედ მან დაადასტურა, რომ მსახიობი ცოცხალია და თავადვე გამოაქვეყნა მამის ბოლო ფოტო.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები