ალასანიას და ფანჯიკიძის ოჯახის ახალი ბინადარნი

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ფეისბუქის პირად გვერდზე მათი სახლის ახალი ბინადრების შესახებ წერს. ფანჯიკიძის განცხადებით, მათ ოჯახში ჭიანჭველები დასახლდნენ.
“ჭიანჭველები დასახლდნენ ჩვენთან. ნიკო და მე სათათბიროდ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მათი განდევნა, ან დუსტით და ქლორით დაშინება არ იქნება სწორი საქციელი, რადგან ზრდილობის ნორმებს არ არღვევენ, პატივს სცემენ ოჯახის კანონებს, წესებს და ტრადიციებს, სამზარეულოს არ ეკარებიან და მხოლოდ ყვავილების ტყეში სეირნობენ ულამაზეს მწკრივებად. სიყვარულის დღეს გილოცავთ მე და ჩემი ძმაკაცი ჭიანჭველა. ვალენტინობა ერთ-ერთი ის მშვენიერი იმპორტული დღეა, რომელიც არაფერთან არ მოდის წინააღმდეგობაში და ტრადიციულ იჭვნეულობას და შიშს არ აფორიაქებს ჩვენს ცნობიერებაში. სიყვარული ყველას გვინდა”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

Untitled

კომენტარები

სხვა სიახლეები