აი რა უთხრა კონჩიტამ ევროვიზია 2015-ის რუს კონკურსანტს (ვიდეო)

ევროვიზია 2015-ის რუსი კონკურსანტი პოლინა გაგარინა სოციალურ ქსელში ავრცელებს კონჩიტა ვურსტთან ერტად გადაღებულ ვიდეოს და წერს:

„კონჩიტა თავად მოვიდა ჩემთან რეპეტიციის შემდეგ და მითხრა უზომო დაოდენობის კომპლიმენტი. „ლამაზი, აღმაფრთოვანებელი“ – მეუბნებოდა კონჩიტა. საისოამოვნო და მაგარი იყო!“

გაგარინას ვიდეოსა და სიტყვებს კონჩიტას მისამართით უარყოფითი შინაარსის კომენტარები მოყვა, რის შემდეგაც რუსმა მომღერალმა თავის ფოლოვერებს მიმართა

„მეგობრებო ვკითხულობ კომენტარებს, არ შეიძლება ასე! რატომ ხართ ასეთი გაბოროტებულები? ეს მხოლოდ და მხოლოდ სასცენო იმიჯია და ეს მუშაობს! ის არაჩვეულებრივად მღერის და ძალიან ინტელიგენტია. მოგიწოდებთ ყველას საკუთარი სიტყვების გაკონტროლებისკენ“ – წერს გაგარინა.

https://www.youtube.com/watch?v=6Ij4j5pD1xU

კომენტარები

სხვა სიახლეები