ავღანეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა ჯარისკაცმა შვილებს სკოლაში მიაკითხა – ემოციური კადრები (ვიდეო)

ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც ავღანეთის მისიიდან შინ დაბრუნდა, მის ორ შვილს სკოლაში მიაკითხა, ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook–ზე მისი მეუღლე ხათუნა შუკვანი წერს, რომელიც ასევე ავრცელებს ფოტო და ვიდეო მასალას:

„დღეს ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა 43-ე სამხედრო ბატალიონი,რომლის რიგებშიც ირიცხება ჩემი მეუღლე ზურა ცერცვაძე.

მან გადაწყვიტა პირველ რიგში სწვეოდა 115-ე საჯარო სკოლას სადაც ჩვენი ორი შვილი გიგი და ბექა სწავლობენ.ბავშვებისთვის არ მითქვამს,მამა რომ ჩამოდიოდა.

ბექა სახლში დახვდა მამიკოს ზღვა ემოცია იყო.გიგი და მისი თანაკლასელები ისე იყვნენ ინფორმირებულები თითქოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი უნდა სწვეოდა სკოლას და ბავშვები უკლებლივ ელოდებოდნენ კლასში.ეს იდეა ეკუთვნის კლასის დამრიგებელს ხატია წულაიას.მადლობა მას და მთელ სკოლას ამ გულთბილი შეხვედრისთვის.მათი შეხვედრა მართლაც ძალზედ ემოციური იყო.

ზურამ პედაგოგებთან და ბავშვებთან საუბრისას აღნიშნა რომ ბედნიერებაა საქართველოში დაბადება და ქართველი გერქვას,ხოლო სამხედრო ფორმას რომ ჩაიცმევ სხვანაირი პასუხისმგებლობა გეკისრება.ვულოცავთ 43-ბატალიონს შინ უდანაკარგოდ და მშვიდობით დაბრუნებას“, – წერს შუკვანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები