ავსტრალია ჯონი დეპს ციხით ემუქრება

ავსტრალიის ხელისუფლება ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯონი დეპს, ქვეყანაში კონტრაბანდული გზით ძაღლების შემოყვანის და კარანტინის წესების დარღვევის გამო, 10 -წლიანი პატიმრობით ემუქრება. ასევე 2-წლიანი პატიმრობა მსახიობის პილოტს ემუქრება, რომელმაც ქვეყანაში ცხოველების შეყვანას ხელი შეუწყო. გამოცემა The Sydney Morning Herald-ის ინფორმაციით, ჯონი დეპი ავსტრალიაში „კარიბიოს ზღვის მეკობრეების“ მორიგი სერიის გადაღებებზე იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ გაფრთხილების შემდეგ დეპმა ძაღლები აშშ-ში გააგზავნა, თვითონ კი თავისი ქალიშვილის დაბადების დღეზე – ლოს ანჯელესში გაემგზარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები