ადამიანი, რომლის დამსახურებითაც GOOGLE დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Google სპეციალური Doodle-თი ულოცავს. ყველასათვის მოულოდნელი სიურპრიზი მთელმა საქართველომ აიტაცა. ამბავი სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. თუმცა, საინტერესოა, რეალურად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი დამსახურებაა Google-ს ასეთი აქტიურობა. PrimeTimeNews ამ კრეატიული იდეის ავტორს, ნინო ნანიტაშვილს დაუკავშირდა.

როგორც აღმოჩნდა, თბილისში Google-ს დეველოპერების ჯგუფი არსებობს.  ორგანიზაცია 2012 წლის იანვარში შეიქმნა. ამ ჯგუფის დამფუძნებელი და დღემდე ერთ-ერთი მენეჯერი სწორედ ნინო ნანიტაშვილი გახლავთ. მსგავსი ოფიციალური Google-ს ე.წ. „ქომუნითები“ დღეისათვის 112 ქვეყანის 654 ქალაქშია.

ნინოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რომ Google “მხიარული კომპანიაა” მასაც ძალიან დიდი ბიუროკრატია ამოძრავებს და ძნელია ერთი პატარა ქვეყნიდან ხმა მიაწვდინო, თუმცა, მათ ეს შეძლეს.

ნინო ნანიტაშვილი: როგორც ხედავთ გამოვიდა smile emotion Doodle-ის ჯგუფს რამდენიმე იდეა მივაწოდე საქართველოს თემატიკაზე და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი მიზანი მსგავსი Doodle-ის გაკეთების არის ის რომ ქართველმა მომხმარებლემა თავი იგრძნოს ამაყად, როდესაც ყველაზე ხშირად მოხმარებად გვერდზე შედის და ისეთი რამ ხვდება, რაც მის ქვეყანას, ამ შემთხვევაში კი მისი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ძალიან მიხარია, როდესც ვხედავ რომ დილიდან ჩემი მეგობრები სოციალურ ქსელებში ამ გვერდს აზიარებენ“

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები