აეროპორტში წებოვანი ლენტით დაბმული 1500-ზე მეტი კუ იპოვეს

ფილიპინებზე მანილას აეროპორტში პოლიციამ 1500-ზე მეტი კუ იპოვა. ცოცხალი კუები წებოვანი ლენტით იყვნენ გადახვეულები. ისინი ოთხ სამგზავრო ჩანთაში იყვნენ გადანაწილებულები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ვარაუდით, აეროპორტში ჩემოდნები მას შემდეგ დატოვეს, რაც გადამზიდავმა ცხოველთა ტრეფიკინგთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედი მკაცრი კანონმდებლობის შესახებ გაიგო.
დამნაშავეების დაკავების შემთხვევაში, მათ ორ წლამდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები