„ადამიანი მარტო ჭამას, სექსს და „ჯაჯანიძე-ნანუკა-ასათიანის შოუს“ გარჩევას არ ნიშნავს…“

 მომღერალი ქეთი ფარესაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც იმ პროვინციალური აზროვნების ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც მის გარშემო მომრავლდნენ. „იდიოტებს არ უნდა ეკამათო, რადგან ისინი ყოველთვის მიგიღებენ…“, ჩემს ცხოვრებაში მომრავლდნენ პროვინციალური აზროვნების ადამიანები, ჩემი მეცნიერებისადმი, განვითარებისადმი ლტოლვამ, სნობიზმის, ამპარტავნების, დათრგუნვის მიზნით ჩატარებულმა მუშაობამ საკუთარ თავზე წლების წინ, მიმიყვანა იქამდე, რომ ყველა ღმერთის შვილია და ადამიანების დიფერენციაცია არ ვარგა – ძლიერი დარტყმები მივიღე… გადავეყარე მდაბიო არსებებს, რომელთა ინტელექტუალური მონაცემები უდაბლეს სიხშირეზეა და უბრალოდ, გაღიზიანებს; ისინი ვერ კმაყოფილდებიან მხოლოდ ურთიერთობით, მეორე ეტაპია გაჯიბრება-გატოლება, მესამე – თავზე დაჯდომა, მეოთხე – მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაჯოკვრა, გადაბიჯება, ანუ მათი გაგებით, არა ნაკლებები, არამედ უკეთესები ვართ! (კი, ბატონო, იყავით…). ბევრი და განსაცვიფრებლად მრავალფეროვანი ეტაპი აქვთ; ჩემი საყვარელი ეზოთერული მეცნიერებიდან ვიცოდი, რომ 2012 წლიდან სამყაროში სიტუაცია უნდა დამძიმებულიყო, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ყველაფერი მართლდება, რაც წერია; 2016 წლიდან უკეთესობისკენ უნდა წავიდეს, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა დალაგდეს, ჯერჯერობით კი ჩემს ცხოვრებაში მომრავლდნენ ნეგატიურად დაძეძგილი, ჯავრისყრით გამწარებული არსებები, მიჭირს, მათ ადამიანი ვუწოდო, რადგან სიტყვა ადამიანს სხვა მნიშვნელობა აქვს, მარტო ჭამას, სექსსა და „ჯაჯანიძე-ნანუკა-ასათიანის შოუს“ გარჩევას არ ნიშნავს…“ – წერს მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები