შვარცნეგერს გულზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა – რა მდგომარეობაში იმყოფება მსახიობი

არნოლდ შვარცნეგერს გულზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ ამერიკული პორტალი TMZ იუწყება. გამოცემის თანახმად, 70 წლის მსახიობი ლოს–ანჯელესის სამედიცინო ცენტრ სედარს–სინაიში მოათავსეს, სადაც მისთვის კატეტერული სარქველი უნდა შეეცვალათ. პროცედურის დროს ქირურგები გართულებებს შეეჯახნენ, რის გამოც კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისთვის ოპერაციის გაკეთება მოუწიათ.
სამედიცინო ჩარევა ღია გულზე გაკეთდა და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის შვარცნეგერის მდგომარეობა სტაბილურია. ეს არ არის პირველი ოპერაცია, რომელიც შვარცნეგერმა გადაიტანა. 1997 წელს მას გულის აორტის სარქველი შეუცვალეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები