მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას გიორგი გაბუნია დაწყევლა (ვიდეო)

„მე ვწყევლი და შევაჩვენებ ეშმაკის მსახურს, გიორგი გაბუნიას, ეგ ჭინკა, უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას, „რუსთავი 2“ უნდა გაუქმდეს“, – მროველმა ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ქადაგებისას დაწყევლა.
სასულიერო პირის გამოხმაურება, გადაცემა „არჩევანის“ ბოლო გადაცემას მოჰყვა. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები