კონორ მაკ გრეგორმა მოწინააღმდეგე გუნდის ავტობუსს ბარგის გადამზიდი ესროლა (ფოტო, ვიდეო)

MMA-ს სუპერვარკვლავი კონორ მაკ გრეგორი კონკურენტი მებრძოლების ავტობუსს თავს დაესხა. მან ბარგის გადამზიდი ავტობუსის ფანჯარას ესროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა, ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს გამართულ პრესკონფერენციას, მაკ გრეგორი არ ესწრებოდა, თუმცა მან მაინც შეძლო მოწინააღმდეგე გუნდზე თავდასხმა. მაგრამ, რამ გამოიწვია მისი ამგვარი გაღიზიანება უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ რინგზე მაკ გრეგორი დამარცხდა და მას UFC-ის ქამარი ჩამოერთვა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები