გუგული მაღრაძეს სააღდგომო სადილი 100 ლარი დაუჯდა – როგორ ემზადებიან ცნობილი ქართველები დღესასწაულისთვის

აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა ქრისტიანი განსაკუთრებით ემზადება. პასკა და წითელი კვერცხი ამ უდიდესი დღესასწაულის სუფრის განუყოფელი ნაწილია, სააღდგომო სუფრა მათ გარეშე წარმოუდგენელია. „რეიტინგი“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან სააღდგომოდ ცნობილი ადამიანები.

პარლამენტარი გუგული მაღრაძე სააღდგომო სამზადისში ჩართული ნაკლებად არის.
– მე არ ვარ ჩართული სააღდგომო სამზადისში. მხოლოდ კვერცხს ვღებავ, ენდროს გავუფენ და ვცდილობ კარგ ფერზე შევღებო. ნამცხვრებს და პასკებს ვყიდულობთ. ადრე დედაჩემი აცხობდა პასკებს, სამზარეულოში უგემრიელესი სუნი ტრიალებდა, მაგრამ… თუ არ იცი პასკის მომზადება, არ უნდა გააკეთო, რადგან მარტივი არ არის.

– სად ხვდებით აღდგომას?
– ორჯერ შევხვდი ტაძარში და ვეზიარე. აღდგომას აუცილებლად მივდივართ ეკლესიაში, ასევე გავდივართ საფლავზე. შემდეგ სტუმრები მოდიან, გააჩნია რამდენი ადამიანი მოდის სტუმრად, ამის მიხედვით ვამზადებთ კერძებს.

– რა დაგიჯდათ წელს სააღდგომო სუფრის მომზადება?
– ეს არის ჩვეულებრივი სადილი, ქათამს, ხორცს და კარტოფილს შევწვავთ, სალათს მოვამზადებთ და ა.შ. განსაკუთრებული არაფერი არ გვექნება. შესაძლოა ნამცხვარი დავამატოთ ამ სადილს და 100 ლარი დაგვიჯდა დაახლოებით.
შეიძლება ბევრმა არ იცის ან ვერც წარმოუდგენია, მაგრამ მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე კარგი დიასახლისია. მასთან სახლში ხშირად იკრიბებიან სტუმრები და უგემრიელეს კერძებს აგემოვნებენ. დალი წელს პასკის მომზადებას ვერ ახერხებს, თუმცა სააღდგომოდ ყველა დანარჩენ კერძს თავად მოამზადებს. პასკა და კვერცხი, ყველა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მე წელს პასკას ვერ გამოვაცხობ. ამისთვის დროს არ მქონდა. რაც შეეხება პასკის ჩემეულ რეცეპტს, ვცდილობ ორმაგი რაოდენობის ინრგედიენტები გამოვიყენო, სწორედ ამის შემდეგ გამოდის პასკა მძიმე და სველი. მინდა მომავალ წელს ხაჭოს პასკა გავაკეთო, რომელიც აქამდე არ გამიკეთებია. აუცილებლად ვამზადებთ ჩაქაფულს, ჩემს ოჯახში ხორციანი სადილი ნაკლებად მზადდება. ხანდახან ჩემი მეუღლე როცა მეუბნება მოვკვდი ბალახის ჭამითო, ვამზადებ ხორციან კერძებს, არ მიყვარს ხორცი, თუმცა ჩაქაფულზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ჩემი ჩაქაფული იმით არის გამორჩეული, რომ ნაკლებად ცხიმიანია. არ მიყვარს ისეთი კერძები, რომელიც ცხიმში ბუჟბუჟებს.

– როგორ ხვდებით აღდგომას?
– აღდგომას კერძებს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ვცდილობ სახლი ლამაზად იყოს მორთული. ყველა ყვავილს ვყიდულობ და სახლს ლამაზად ვრთავ. ამ დღეს ყოველთვის ვცდილობ სახლში გაზაფხულის და ამ უდიდესი დღესასწაულის შემობრძანება განსაკუთრებულად იგრძნობოდეს. ამიტომ ულამაზესად ვრთავ როგორც სუფრას, ასევე კერძებს და სახლსაც.

სრულად იხილეთ ბმულზე:https://reitingi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები