”XXI საუკუნის ქართლის მამის” პასუხი საზოგადოებას – რატომ მივიდა მსახიობი მარიხუანას აქციაზე შვილებთან ერთად

გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრების მსახიობი ვანო ქურასბედიანი2 ივნისს თბილისში, კანცელარიის წინ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. იმავე დღეს ინტერნეტით გავრცელდა ფოტო, სადაც ის შვილებთან ერთად იყო დაფიქსირებული.

თეონა ბიგვავასა და ვანოს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. მამის აქციაზე შვილებთან ერთად მისვლამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და სოციალურ ქსელში დღემდე განიხილება ეს თემა. მშობელი ზოგიერთმა ბავშვთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა, ზოგიც თემას იუმორით მიუდგა და მას ”XXI საუკუნის ქართლის მამაც” კი უწოდა…

– ვანო, ამ აქციაზე შვილებთან ერთად მისვლა რატომ გადაწყვიტე?
– 2010 წლიდან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემა გააქტიურდა და აქციებიც იმართება. პირველად სამი წლის წინ აქციაზე ნენესთან ერთად ვიყავი, რადგან ალექსანდრე ძალიან პატარა იყო. 2014 წელს ორივე შვილთან ერთად მივედი და სხვათა შორის, სამივეს ის ბენდენები გვეკეთა, რაც წელს, უბრალოდ, ამჯერად მაისურებზე რამდენიმე წარწერა დავამატებინე. მინდა გითხრათ, რომ არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე აქციაზე, მათ შორის არც მაშინ, როცა ”ვარდების რევოლუციამდე” რუსთაველზე მიტინგები იმართებოდა და სხვებთან ერთად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც აქტიურობდნენ. პოლიტიკურ მიტინგებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ვფიქრობ, მთავრობის ცვლილებით არაფერი იცვლება, უბრალოდ, ნებისმიერ მათგანს უნდა წაუყენო კონკრეტული მოთხოვნები. მაგალითად. როგორიცაა მაღალი გადასახადების ტარიფების დაწევა, მწვანე საფარის დაცვა და ა.შ. მომწონს და მივდივარ იმ აქციაზე, რომელიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით იმართება. რეალურად ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც მარიხუანას გართობის თვალსაზრისით მოიხმარენ და მათ შორის მეც ვარ. ამაში კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს იმდენად ტაბუირებული თემაა, რომ ძალიან ბევრი, უფრო მეტად უფროსი თაობის წარმომადგენლები, ამაზე საუბარს გაურბიან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თურმე უმცროს თაობაშიც ყოფილან ისეთები, ვისთვისაც მარიხუანის მოწევა იმდენად ამაზრზენია, რომ მის მომხმარებელს ძლიერ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან აიგივებენ. ინტერნეტში ჩემი და ჩემი შვილების ფოტოს გავრცელების შემდეგ ერთ-ერთი ჩემს ცოლსაც გადასწვდა და დააკომენტარა, მიწა დავაყარე მის ცოლს, ამ ნარკომანს რომ გაჰყვა და თან ბავშვები გაუჩინაო.

– ამგვარი რეაქცია მრავლად იყო, როგორ მიიღე?
– ხალხში სიძულვილის დონე მაღალია. ამ თემაზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ აგრესიას გაგებით უნდა მოვეკიდო, რადგან რთული ცხოვრებაა. სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა. ადამიანებს დიდი სესხები აქვთ, ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგულია და გვაქვს უამრა-ვი პრობლემა, ეს ყველაფერი მოსახლეობაზე აისახება. ვერ ვიტყვი, რომ როცა ჩემზე დაწერილ საშინელ კომენტარებს ვკითხულობდი, გული არ მტკიოდა, მაგრამ არ ვბრაზდებოდი, უბრალოდ მწყინდა.

– ხალხი აქციაზე ბავშვებთან ერთად მისვლამ გააღიზიანა…
– კი, ბევრი წერდა, რომ ბავშვთა უფლებები დავარღვიე. მე მივიჩნევ, რომ მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები. ელემენტარულად, მაშინ, როცა ხილის ჭამას ვაძალებთ, ან როცა მშობელი კლასიკას ასმენინებს, როცა მის შვილს ”განგამ სტაილის” მოსმენა ურჩევნია. თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ ასეა. მიმაჩნია, რომ ბავშვთა უფლებები არ დამირღვევია. ნენეს ვუთხარი, აქცია იმართებოდა იმის გამო, რომ სიმინდის ფოთლების გაზრდას გვიშლიდნენ. რაც შეეხება სანდროს, მის მაისურზე ერთ-ერთი წარწერა იყო: ”არ დაიჭიროთ” და ბავშვი რომ დაინტერესდა, რას ვაცმევდი და გაიგო რა ეწერა, თავად მკითხა, ჩიტები არ დაიჭირონო და კი-მეთქი, დავეთანხმე. ასე რომ, ნენე მიდიოდა აქციაზე იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში სახლში სიმინდის გაზრდის უფლება გვქონოდა და სანდრო იმის წინაღმდეგ, რომ ჩიტები არ დაეჭირათ.

– კომენტარებს შორის იყო, ”მისმა შვილებმა რომ მოწიონ, თავად რა რეაქცია ექნება”?
– თუ ჩემი შვილები სრულწლოვანები იქნებიან, უფლება არ მექნება, მათ არჩევანში ჩავერიო. ისინი თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები იქნებიან. მარიხუანა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მივიჩნევ, რომ მომაკვდინებელ შედეგებს არ იწვევს. პირიქით, იმ ორ საათში შეიძლება, ბევრი პოზიტიური ენერგია დააგროვო. მარიხუანის მოწევა საუკუ-ნეებს ითვლის და ამით არავინ დაზიანებულა, მარიხუანაზე გაცილებით მავნებლად მიმაჩნია ბევრი სხვა რამ, მაგალითად, ბოთლის ლუდი, რომელსაც უამრავ კონსერვანტს უკეთებენ. მაშინ არ ვარღვევთ ბავშვთა უფლებებს, როცა ყველგან ლუდის ან სხვა ალკოჰოლური საშუალებების რეკლამაა?

– დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია სხვადასხვაა, ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ აქციაზე მყოფთა უმრავლესობას ლეგალიზაციაც სურს…
– აუცილებლად მინდა, ჩემი სუბიექტური აზრი დააფიქსირო, არამცთუ დეკრიმინალიზაცია, არამედ ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს. დეკრიმინალიზაციას შემდეგ ლეგალიზაცია მოჰყვება, ეს იცის მთავრობამ და იმიტომ არ მიდიან ამ დათმო-ბაზე. ლეგალიზაციის შემდეგ ბოლო მოეღება ე.წ. ”ბარიგების” ინსტიტუტს და ყველა სახლში გაზრდის თავის ”სიმინდს”.

– მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე?
– ინტერნეტი ჩვენი ფოტოთი რომ აჭრელდა, თეოს ჩვენმა ერთ-ერთმა საერთო ნაცნობმა დაურეკა და უთხრა, რომ სოციალურ ქსელში ყველა მაკრიტიკებდა. მერე მეუღლემ მომწერა: ”კმაყოფილი ხარო?” თავიდან ცოტა შეტევა ვიგრძე-ნი, წყენაც მისი მხრიდან, მაგრამ მერე ეს ყველაფერი იმდენად გადაიზარდა ისტერიკაში, რომ გვერდში ამომიდგა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვების აქციაზე წაყვანა მომიწონა, პირიქით, ბევრ რამეში მამტყუნებდა, მაგრამ მალევე მხარი დამიჭირა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, ქუჩაში როგორ აიძულებენ ბავშვებს მათხოვრობას, ერთს არ გადაუღია ფოტო და არ უთქვამს, რომ მათ უნდა მიხედონ ძალოვნებმა, ფსიქოლოგებმა თუ სხვებმა, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა ევალება, მაგრამ მე მაკრიტიკებდნენ. კომენტარებს შორის ბევრი შეურაცხყოფაც წავიკითხე, იყო ცინიკური დამოკიდე-ბულებაც. აქციაზე ჩემს შვილებთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ, მათაც თემატურად ეცვათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ფოტო იყო ”ეფექტური” და ამან გამოიწვია ასეთი რეაქცია. ვიღაცამ ”XXI საუკუნის ქართლის მამა” დამარქვა და ვიღაცამ ფოტო ქანდაკებას ”კიდევაც დაიზრდებიან” შეადარა (იღიმის). კიდევ ვიმეორებ, არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ მეწყინა. მესმის, ჩვენში მრავალი მიზეზით დიდი რაოდენობის სიძულვილი და ბოღმაა. სულ ვებრძვი ჩემში სიძულვილს. თუ თითოეული ჩვენგანი ჩვენში დაგროვილ ცუდ ენერგიას შეე-ბრძოლება, ღვარძლი არ დაგვიგროვდება.

წყარო: რეიტინგი

http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები