Twitter-ის გენერალურმა დირექტორმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდი გამოყო

Twitter-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეკ დორისმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყო. ეს მისი ქონების, დაახლოებით, 28% შეადგენს.
“მე 1 მილიარდი დოლარი შევწირე საკუთარი წილიდან კომპანია Square-დან COVID-19-თან საერთაშორისო ბრძოლისთვის. იმედი მაქვს, რომ სხვებსაც შთავაგონებ რამე მსგავსი გააკეთონ”, – ამბობს ჯეკ დორსი.
ეპიდემიის დასრულების შემდეგ, დარჩენილი შემოწირულობა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს გაუნაწილდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები