Snoop Dogg-მა შვარცენეგერი რასიზმში დაადანაშაულა (ვიდეო)

რეპერმა Snoop Dogg-მა ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც არნოლდ შვარცენეგერი რასიზმში დაადანაშაულა. რეპერმა კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს უცენზურო გამონათქვამების მთელი კასკადი მიუძღვნა. რეპერი აღშფოთებულია იმით, რომ კალიფორნიის გუბერნატორის რანგში ყოფნის ბოლო დღეს შვარცენეგერმა ციხიდან 10 წლით ადრე მეგობრის და პოლიტიკური მეკავშირის ვაჟი ესტებან ნუნეზი გამოუშვა.
Snoop Dogg-ის მძაფრი რეაქცია კი ამ საკითხთან მიმართებაში დაკავშირებულია იმასთან, რომ 2005 წელს შვარცენეგერმა რეპერის მეგობრის და ერთ-ერთი ბანდის ლიდერის შეწყალებაზე უარი განაცხადა. მას სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს. გუბერნატორის მიერ შეწყალებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას კი შავკანიანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საპროტესტო სერიალები მოჰყვა.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები