ISIS-ის ათი წევრის მიერ გაუპატიურებული 9 წლის გოგონა ორსულად არის

„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების 10 წევრის მიერ გაუპატიურებული გოგონა ორსულად არის,- ამის შესახებ ინფორმაციას The Independent აქვეყნებს. 9 წლის იეზიდი გოგონა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს სექს-მონად ჰყავდათ. ამ დროისთვის გოგონა ISIS-ის დაჯგუფების წევრებთან აღარ იმყოფება. გოგონა ქურთული ჰუმანიტარული დახმარების სააგენტომ ერაყიდან ევროპაში გადაიყვანა, ამჟამად ის გერმანიაშია.

როგორც სააგენტოს თანამშრომელი იუსიფ დაუდი განმარტავს, გოგონა ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც ტრავმირებულია. ამასთან, დაუდი გოგონას ორსულობის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, გოგონა იმდენად პატარაა, მისთვის საკეისრო კვეთა საშიშია, მშობიარობა კი შესაძლოა, საერთოდ ვერ გადაიტანოს. დაუდის განცხადებით, მოძალადეები წინა ხაზზე მებრძოლი ჯიჰადისტები იყვნენ, რომლებსაც გოგონებს „წარმატებული ბრძოლის“ შემდეგ, „ჯილდოდ“ აძლევენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები