FIFA -მ, მომღერალ ჩიჩერინას, 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე სიმღერა აუკრძალა (ფოტო)

FIFA -მ, მომღერალ ჩიჩერინას, 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე სიმღერა აუკრძალა, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული „პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად”. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში ახსნეს, თუ რატომ აეკრძალა მომღერალ იულია ჩიჩერინას როსტოვში მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე სიმღერით გამოსვლა. ცოტა ხნის წინ, FIFA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რუს მომღერალ ჩიჩერინას, მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრების ფესტივალზე გამოსვლა ეკრძალებოდა.
„FIFA დარწმუნებულია, რომ ყოველი საფეხბურთო ღონისძიება მშვენიერი შესაძლებლობაა ადამიანების დაახლოებისა და ურთიერთგაგების გაღრმავებისათვის. FIFA-ს რეგლამენტის მიხედვით, მატჩები და თანმხლები ღონისძიებები უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და არ უნდა იყოს გამოყენებული ნაციონალური ასოციაციების, მოთამაშეების, გულშემატკივრების და ნებისმიერი სხვა ადამიანების მიერ პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად.“- ნათქვამია ორგანიზაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდოდ, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩიჩერინას კლიპი სიმღერისთვის „წინა ხაზზე“, რომელშიც სამხედრო თემატიკაა წარმოჩენილი, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, პროპაგანდისტული კუთხით.

კომენტარები

სხვა სიახლეები