Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს (ვიდეო)

საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს. ამერიკელი მომღერალი ბათუმში 27 ივლისს ჩავიდა და სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა. კონცერტი 30 ივლისს გაიმართება. Black Sea Arena-ზე შესვლა19:00 საათიდან დაიწყება. კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება Black Sea Arena, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები გამართავენ კონცერტებს. ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი 8 აგვისტოს წარდგება მსმენელის წინაშე, 13 აგვისტოს ანსამბლი „ერისიონი“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი Scorpions-ის კონცერტი გაიმართება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები