დეტექტიური ჟანრის ფილმი Now is everything კინოეკრანებზე მალე გამოვა. ფილმში ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე ცნობილ ვარსკვლავთან ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.
ირაკლი კვირიკაძემ სახელი მას შემდეგ გათქვა, რაც რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” ითამაშა. ქართველი მსახიობისთვის ჰოლივუდში ეს პირველი სერიოზული როლია.