ბიანკა ბალტი – ქალი, რომელიც მონიკა ბელუჩიმ ვერ დაჩრდილა

      29 წლის იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი მამაკაცებს შესაშური ტანითა და ულამაზესი ლურჯი თვალებით ხიბლავს.
2012 წელს მოდის სახლმა Dolce&Gabbana-მ მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ერთად ის ახალ სახედ აირჩია. როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ, ბიანკა ლამის ერთადერთი ქალია, რომელიც იტალიელმა ლამაზმანმა, მონიკა ბელუჩიმ ვერ დაჩრდილა.
ბიანკას სიმაღლე 173 სანტიმეტრია და მისი პროპორციებია: 80-58-86. მას შთამბეჭდავი პორტფოლიო აქვს – მისი ფოტოები დაბეჭდილა ისეთ გავლენიან ჟურნალებში, როგორიცაა: “ვოგი”, “Harper’s Bazaar”, “Cosmopolitan”, “Marie Claire”, “ფლეიბოი”. ის თანამშრომლობს მოდის სახლებთან – Roberto Cavalli, Donna Karan, Christian Dior, Valentino, Armani,Mango.
ამასთან, ბიანკა 2005 წელს Victoria’s Secret-ის 2005 წლის გრანდიზულ შოუში მიიწვიეს. 2011 წელს დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა ის Pirelli-ს კალენდრისთვის გადაიღო. 2012 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად მოდის სახლ Dolce&Gabbana-ს სახეა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მოდელი იტალიელ ფოტოგრაფზე კრისტიან ლუციდიზე იყო გათხოვილი. მათ 2007 წელს ქალიშვილი, მატილდა შეეძინათ. წყვილი 2009 წელს განქორწინდა.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები