გარდაბანში სკოლის მასწავლებელმა თავისი მოსწავლის მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. ამ ქმედების გამო, მასწავლებელს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს და კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
ამის შემდეგ ახალგაზრდებმა ჰამიდ სადიკოვის მხარდამჭერი ვიდეო გადაიღეს, სადაც ისინი აღნიშნულ ფაქტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან ნაადრევ ქორწინებას და ჰამიდი მარტო არ არის.