ცივი კარტოფილი “ფრის” გამო ქალმა “მაკდონალდსში” იარაღი ისროლა

ჯორჯიის შტატში ქალი, რომლის სახელი და გვარიც არ საჯაროვდება, ცივი კარტოფილი “ფრის” მიღებამ იმდენად გააბრაზა, რომ იარაღი ამოიღო და იქ მყოფი ხალხი შეაშინა. ამის შესახებ WTOC წერს. სწრაფი კვების ობიექტის მენეჯერმა ქალს ახალი “ფრი” უფასოდ შესთავაზა, თუმცა ქალი მას სამზარეულოში შეჰყვა და კარტოფილის შესაწვავში ისროლა.

ახალი “ფრის” მიღებით კმაყოფილი ქალი დაბრუნდა დარბაზში და შენობა დატოვა.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიციის მისვლისას, ქალი უკვე იქ აღარ დახვდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა შეძლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები