დამატებითი დეტალები ხარაგაულში მომხდარი ავტოავარიის შესახებ, რომელსაც სპორტსმენი – გიორგი დოინჯაშვილი​ ემსხვერპლა

ხარაგაულში მომხდარი ავტოავარიის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა. შემთხვევის შედეგად ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი, ქართველი სპორტსმენი – გიორგი დოინჯაშვილი​ დაიღუპა. როგორც “კვირა+-სთვის” გახდა ცნობილი, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, დოინჯაშვილს, სავარაუდოდ, საჭის მართვის დროს ჩაეძინა. მანქანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც უვნებლები გადარჩნენ და გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ. გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ის ერთ-ერთი უცხოელის პირადი დაცვა იყო.
ცნობისთვის, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევას ქართველი სპორტსმენი – გიორგი დოინჯაშვილი​ ემსხვერპლა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები