ბრიტანეთის პრინც უილიამისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. ინფორმაციას Daily mail-ი ავრცელებს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც წყვილის ესკორტი ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდა. ამ დროისათვის, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამეფო წყვილი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აპირებს, რომ დაშავებულ ქალბატონს ყვავილების თაიგული გაუგზავნოს.