“ნაკუწ-ნაკუწ კი არა, საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად” – სვანეთში ავარიისას გარდაცვლილის ემოციური ვიდეო

სოციალურ ქსელში სვანეთში რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ამო გვიდანის ემოციური ვიდეო ვრცელდება. ვიდეოში ის მუხრან მაჭავარიანის ლექსს – “საქართველო” ახლობლების გარემოცვაში კითხულობს.
შეგახსენებთ, რომ მეს­ტი­ის სო­ფელ ბე­ჩო­ში 7 ივ­ნისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდის – 23 წლის ვა­ჟი­კო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნისა და 24 წლის ამო გვი­და­ნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. მაშ­ვე­ლებ­მა ცხედ­რე­ბი რამდენიმესაათიანი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები