მერსია კროსი: ჩემი ანალური სიმსივნე და მეუღლის ყელის კიბო ერთი და იმავე – პაპოლომა ვირუსითაა გამოწვეული

ცნობილი სერიალის – “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი, მერსია კროსი საკუთარი დაავადების შესახებ საუბარს აგრძელებს. 57 წლის მსახიობს ანალური ხვრელის სიმსივნე აქვს. მისი თქმით, მას სურს, ამ დაავადების შესახებ საზოგადოებაში არსებულ სირცხვილის გრძნობას ებრძოლოს.

“ვიცი, რომ ზოგიერთ ადამიანს რცხვენია. კიბო გაქვს, თავს ცუდად გრძნობ და ეს ცუდია, რადგან ეს შენს ანუსს სჭირს?”, – აღნიშნა კროსმა “სიბიესის” დილის გადაცემაში.

კროსის მეუღლეს, ტომ მაჰონისაც დაუსვევს კიბოს დიაგნოზი 2009 წელს, მას ყელის კიბო აქვს.

როგორც მერსი კროსი ამბობს, მისი ანუსის სიმსივნე და მეუღლის ყელის სიმსივნე ერთი და იმავე – პაპილომა ვირუსით არის გამოწვეული.

ცნობისთვის, ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს როგორც ქალებში, ასევე – მამაკაცებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები