ქუჩაში დავარდნილი ადამიანი ექიმმა ფეხის წვერით “გასინჯა” (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშენსკში სამსახურიდან გაუშვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელმაც პაციენტი ფეხის წვერით “გასინჯა”. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ამ არაეთიკური და დამამცირებელი მოქცევის ამსახველი კადრები გავრცელდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოძახებაზე ქუჩაში მივიდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მიწაზე იწვა. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ იმის გასარკვევად, გონზე იყო თუ არა ადამიანი, ბრიგადის ექიმმა მას თავზე, რამდენჯერმე, ფეხსაცმელი მიადო. პაციენტი, შემდგომ, ადგილობრივი საავადმყოფოს ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს. მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. მოგვიანებით კი ექიმი ანდრეი ლიალინი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები