ყველაზე იაფი ქალაქები ევროპაში უქმეების გასატარებლად

ლიეტუვას, სერბეთის და პოლონეთის დედაქალაქები, შაბათ-კვირის ვოიაჟისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქალაქების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდნენ. ათეული სერვერ Post Office Travel Money-ს კვლევაზე დაყრდნობით შედგა. კვლევა სამი დღით სასტუმროში განთავსების, ორ კაცზე ვახშმის, სასმლის, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების და მუნიციპალურ ტრანსპორტზე საჭირო ხარჯების საშუალო ღირებულებას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა Sun იუწყება, 2019 წელს დასასვენებლად ყველაზე იაფი ადგილი ვილნიუსია. ლიეტუვას დედაქალაქში „ვიქ- ენდი“ ტურისტს 171 ევრო დაუჯდება. მეორე ადგილზე კი ბელგრადია -176 ევროთი, ხოლო მესამე ადგილზე პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა მოხვდა. აქ ტურისტი საშუალოდ მხოლოდ 185 ევროს დახარჯავს.
ასევე, ყველაზე ბიუჯეტურ ადგილებს შორის არის ბუქარესტი (195 ევრო), პორტუ (200 ევრო) და ბრატისლავა (211 ევრო).
რეიტინგის თანახმად, ფასები ამსტერდამსა და ვენეციაში დაეცა, თუმცა ეს ქალაქები ყველაზე იაფი ტურისტული ადგილების ათეულში ვერ მოხვდნენ. ყველაზე ძვირი ქალაქი ამ მხრივ ევროპაში ლონდონია. ანალიტიკოსების აზრით, „ვიქ-ენდის“ გატარება აქ 422 ევროზე ნაკლები არ ჯდება, თანაც ხარჯების ღირებულება პერმანენტულად იზრდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები