რაში გადაუხადეს ნაციონალებმა ივანა მელაის ბიუჯეტიდან 161 213 ლარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლი“ 2011-2012 წლების ფინანსური აუდიტი განახორციელა და უარყოფითი დასკვნა გასცა.
შემოწმებით გაირკვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა, მინიმუმ, 703 054 ლარით იზარალა, 1 423 737 ლარი კი „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არამიზნობრივად გახარჯა. სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური დარღვევების გარდა, ტელეკომპანია „პიკის“ უმაღლესი მენეჯმენტის სახელფასო და ბინის ქირის ხარჯსაც ეხება. მოკლედ, რა რაოდენობის თანხას იღებდა უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი ყოველთვიურად ტელეკომპანია „პიკზე“ მუშაობისას და რამდენს უხდიდნენ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე დაქირავებულ ბინაში?
„ვერსია“ ექსკლუზიურად აქვეყნებს აუდიტის ანგარიშს, რომელიც უკვე მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინელ მომღერალსა და მოდელს, ივანა მელაის, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, ტელეკომპანია „პიკმა“ გადაცემის წაყვანა შესთავაზა. სატელევიზიო გადაცემას „ივანა მელაისთან ერთად“ ერქვა და, კონტრაქტით, მისი ყოველთვიური ხელფასი 10 000 აშშ დოლარი იყო, თუმცა წლის განმავლობაში, ივანა მელაის 161 213 ლარი ჩაურიცხეს. „პიკმა“ კონტრაქტი გაუფორმა უკრაინელ ჟურნალისტ ალექსანდრე მოტორნისაც, რომელსაც უკრაინაში სიუჟეტები უნდა მოემზადებინა და ასევე, პირდაპირ ჩართვებშიც მიეღო მონაწილეობა. თითო სიუჟეტის ფასი 350 აშშ დოლარით განისაზღვრა, თუმცა ალექსანდრე მოტორნის მთლიანობაში 54 114 ლარი ჩაურიცხეს. პოპულარულ ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის ტელეკომპანია „პიკზე“ მიჰყავდა გადაცემა „მოვლენების პიკზე“, კონტრაქტით, მისი ყოველთვიური ხელფასი 4 000 ევრო იყო, თუმცა წლის განამვლობაში 40 885 ლარი გადაუხადეს. პოტენციურ პარტნიორებთან სამაუწყებლო პროდუქტის შესაძენად, „პიკის“ სახელით, მოლაპარაკებებს ვახტანგ მაისურაძე აწარმოებდა, რომელსაც კონტრაქტით თვეში 3 975 ლარი უნდა მიეღო, წლის განმავლობაში კი 33 225 ლარი გადაურიცხეს. რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების იჯარას, მთლიანობაში, „პიკის“ თანამშრომელთა ბინების იჯარაზე 197 208 ლარი დაიხარჯა. რობერტ უილიამ პარსონსისთვის ი. აბაშიძის №44-1 500 აშშ დოლარად იქირავეს ფართი. მთლიანობაში კი 42 474 ლარი გადაიხადეს; რობერტ უილიამ პარსონსისთვის ლ. ასათიანის №14-ში, 1 920 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, მთლიანობაში 42 474 ლარი გადაიხადეს; ზურაბ ოდალაშვილისთვის ი. აბაშიძის №56-ში, 1 7000 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, მთლიანობაში 26 466 ლარი გადაიხადეს; ივანა მელაისთვის ი. ჭავჭავაძის №5-ში, 1 500 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში 20 388 ლარი გადაიხადეს. ამას ივანა მელაის წლიური ხელფასი _ 161 213 ლარიც დაუმატეთ და ამიერიდან, ვიღას უნდა გაუკვირდეს, რატომ გაიდგა ასე ღრმად ფესვები უკრაინაში არცთუ ცნობილმა მელაიმ საქართველოში, ან რატომ ჩაწერა ცნობილი სიმღერა _ «МАМА, А Я ЛЮБЛЮ ГРУЗИНА». ისე, არსებობს ინფორმაცია, რომ ივანას მამა სამშობლოში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. სხვათა შორის, ივანა მელაისთვის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ძვირფას საჩუქრებს არ იშურებდა და სხვადასხვა ფეშენებელურ სასტუმროშიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ასვენებდა. სახელმწიფო ბიუჯეტში ეს თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის იყო გამოყოფილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხუშტურებისთვის ხარჯავდა და რომელიც წელიწადნახევრის წინ, მაშინდელმა პარლამენტარმა, ირინა იმერლიშვილმა განასაჯაროა… ქობულეთის №24-ში, ალევტინა დუდაევასთვის 2 050 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, მთლიანობაში 52 190 ლარი გადაიხადეს; უ. ჩხეიძის №9-ში, დევიდ ჩატერისა და მელანი სარა ანთეისთვის, 2 500 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, ჯამში,  29 192 ლარია გადახდილი.

წყარო: ვერსია

კომენტარები

სხვა სიახლეები