ადამიანი, რომლის კანქვეშაც აზოტის ბუშტუკები დაგროვდა ( ფოტო)

ალეხანდრო რამოსი უბედური შემთხვევის შემდეგ წარმოუდგენელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოთხი წლის წინ, ის ნიჟარების მოსაპოვებლად ყვინთავდა, რა დროსაც შემთხვევით მცურავმა გემმა ის შლანგი გადაჭრა, რომლითაც ის ჰაერს იღებდა. მამაკაცი იძულებული იყო სასწრაფოდ წყლის ზედაპირზე ამოსულიყო, რის შედეგადაც აზოტის ბუშტუკები მის კანქვეშ მოხვდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.
„35 მ. სიღრმეზე ვიმყოფებოდი, როდესაც სატვირთო გემმა შლანგი გადამიჭრა, რომლითაც ჰაერს ვიღებდი. ძალიან სწრაფად უნდა ამოვსულიყავი, ამიტომ ტყვიის ქამარი დავაგდე და საოცარი სიჩქარით ამოვყვინთე. ამის შემდეგ თვალები გავახილე და ვეღარაფერს ვხედავდი“, – ამბობს რამოსი.
პერუს 56 წლის მკვიდრი გადარჩა, მაგრამ მისი სხეული გასივდა. ამას გარდა, მან 30 კილოგრამი მოიმატა და ტკივილები აწუხებს.
„საოცრად დათრგუნული ვიყავი და სუიციდზე ვფიქრობდი. ადამიანები მუდმივად კითხვებს მისვამენ, მოდიან და ჩემს გასიებულ მხრებს ხელს კიდებენ. იცინიან“, – ამბობს ალეხანდრო რამოსი ინტერვიუში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ის ლიმაში სამხედრო-საზღვაო ჰოსპიტალში გაემგზავრა. თუმცა, წყალქვეშა მედიცინის სპეციალისტიც კი შოკში იყო. როგორც წესი, დეკომპრესიული დაავადება სპეციალურ კამერაში იკურნება, მაგრამ ეს ალეხანდროს არ დაეხმარა თუმცა, ექიმები არ ნებდებიან და ცდილობენ მას დაეხმარონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები