პენსიონერ ცოლ-ქმარს კრუიზში 2 მილიონის კოკაინი აღმოუჩინეს

70 წლის სიუზენი და 72 წლის როჯერ კლარკები ბედნიერი წყვილი იყო, რომელიც კრუიზში გაემგზავრა. თუმცა, ცოლ-ქმრისთვის ეს მხოლოდ შენიღბვა აღმოჩნდა. მოგზაურობის დროს ისინი 9 კილოგრამი კოკაინის გადაზიდვას ცდილობდნენ, რომლის ფასიც 2 მილიონი ევროა.
ნარკოტიკებს პენსიონერები კაიუტაში ოთხ ჩემოდანში ინახავდნენ. თუმცა, მხცოვან წყვილს ახლა უდარდელ სიბერეზე უარის თქმა მოუწევთ. როდესაც მათი გემი ლისაბონის პორტში შევიდა, ბორტზე სამართალდამცველები ამოვიდნენ. კრუიზის სხვა მგზავრებმა განაცხადეს, რომ კლარკები უცნაურად იქცეოდნენ და ყველგან იხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით, თანაც დიდი კუპიურებით.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორივე მათგანი დიდ ბრიტანეთში უკვე არიან ერთხელ გასამართლებულები, მაგრამ ახლა ესპანეთში ცხოვრობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები