ამერიკულ მედიაში საშობაოდ მორთული “თეთრი სახლის” ვიდეოები
გავრცელდა.
მელანია ტრამპმა “თეთრი სახლის” დარბაზები პატრიოტული სულისკვეთების ჭრილში, თემაზე “ამერიკული საგანძური” გააფორმა, რითაც სურდა ხაზი გაესვა ამერიკის “უნიკალური მემკვიდრეობისთვის”.
“ეს წლის ყველაზე მხიარული და ბედნიერი დროა, როდესაც “თეთრ სახლს” საშობაოდ ვაფორმებთ.
ჩვენი მთავარი თემა ამერიკელი ხალხის სულისა და გულის პატივსაცემად შევარჩიეთ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოხალისესა და თანამშრომელს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გაფორმებაში და თავდაუზოგავად მუშაობდნენ “ხალხის სახლის” საშობაოდ მოსართავად.
ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა ყველას მოგილოცოთ შობა და ახალი წელი”, – თქვა მელანია ტრამპმა “თეთრი სახლის” დეკორაციების ჟურნალისტებისთვის წარდგენისას.
დამთვალიერებლებისთვის “თეთრი სახლი” დეკემბერში გაიხსნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება საახალწლოდ გაფორმებული სასახლის ნახვა.
სხვა სიახლეები