სოფიკო მელაძე: ვალერი მელაძის შვილი, ის საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს და საგარეო უწყებაში აპირებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. სოფია სწავლას გადაყოლილი არ არის, ღამის, კლუბური ცხოვრებაც იზიდავს.
ერიკა კიკნაძე: ივან ურგანტის გერია, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვანია ჩვენს რეიტინგში. ერიკა ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ყველაზე პოპულარულ “ფლეილისტებს” ქმნის.
ლიზა მამიაშვილი: რუსეთის მოჭიდავეთა სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ მამიაშვილის შვილია. ლიზა სანქტ-პეტერბურგში სამსახიობო პროფესიას ეუფლება და კინოკარიერაზე ოცნებობს.
დიანა სილაგაძე: ის “ინსტაგრამის” ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგონაა. ის ტელეშოებში იღებს მონაწილეობას და მღერის კიდეც.