სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლს უსიამოვნო ლაფსუსი მოუვიდა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია მსოფლიო მედიას.
ორსული მარკლი და მისი მეუღლე, პრინცი ჰარი, ტონგაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ. მათ რესპუბლიკაში ხელისუფლების წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები პომპეზურად დახვდნენ.
თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსულ მეგან მარკლს ტონგას დროშის ფერში, მკვეთრი ტონალობის, წითელი კაბა ეცვა. თუმცა, მედიის ყურადღება არა კაბის სილამაზემ, არამედ იმ იარლიყმა მიიქცია, რომელის მოხსნაც მეგანს დაავიწყდა. კაბას მარკლმა „Christian Dior“ კლაჩი და Manolo Blahnik BB“-ის ლურჯი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ამ მშვენიერი კაბის ფასი 345 ფუნტი სტერლინგია. მის იარლიყზე კი აღნიშნულია, რომ კაბის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ეს „თეგი“ მოხსნილი არ იქნება.
ამ მცირე კონფუზის მიუხედავად, ყველა მაინც ერთხმად აღიარებს, რომ ამ ვიზიტისას მეგანი და ჰარი, როგორც ყოველთვის, ძალიან პოზიტიურად, ღირსეულად და შეხმატკბილებულად წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
სხვა სიახლეები