აშშ-ში მოზარდმა დედა მოძალადისგან იხსნა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Waco Tribune-Herald ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ რობინსონში ღამით მოხდა. სახლში 37 წლის მამაკაცი შეიჭრა და ქალის გაუპატიურება სცადა.
მოძალადე ქალს დაემუქრა, რომ თუ არ დანებდებოდა, მის შვილებს უთვალთვალებდნენ და ნებისმიერ მომენტში მოკლავდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბავშვებზე ნერვიულობის გამო ქალმა დანებება გადაწყვიტა, რა დროსაც ოთახში შემთხვევით მისი 15 წლის ვაჟი შევიდა.
მოზარდმა დამნაშავე გაკოჭა და არ უშვებდა, სანამ სახლში პოლიცია არ მივიდა.
სხვა სიახლეები