რომელი მულტფილმების ყურებას უკრძალავს შვილს კირა ნაითლი (ფოტო)

ცნობილმა მსახიობმა და საყოველთაოდ ცნობილმა ლამაზმანმა, კირა ნაითლიმ აღიარა, რომ თავის ქალიშვილს დისნეის რამდენიმე მულტფილმის ყურებას უკრძალავს. ამის შესახებ ჟურნალი Time წერს.
თავისი გადაწყვეტილება 33 წლის მსახიობმა იმით ახსნა, რომ დისნეის მულტფილმები პრინცესების შესახებ, მის ფემინისტურ წარმოდგენებს არ შეესაბამება.
როგორც ნაითლი ამბობს, „კონკიაში“ მას არ მოსწონს, რომ მთავარი გმირი ელოდება, როდის გადაარჩენს მას მდიდარი პრინცი, ხოლო „ქალთევზაში“ – ის, რომ გოგონა მამაკაცის გამო თავის ხმაზე ამბობს უარს.
თავისი სამი წლის ქალიშვილზე საუბრისას, მსახიობი ამბობს, რომ მზად არის მას ნებისმიერ წამოწყებაში დაუჭიროს მხარი. კირა არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, შვილიც მსახიობი გახდეს.
როგორც ირკვევა, კირა ნაითლის ძალიან მოსწონს „მოანა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები