პარიზის მერი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას უსახლკაროებს უთმობს

პარიზის მერი, იმ შენობის ნაწილს, რომელშიც ქალაქის ადმინისტრაცია მდებარეობს, ამ ზამთარს უსახლკაროებს თავშესაფრად დაუთმობს.
მერი ენ იდალგო აცხადებს, რომ ზამთრის პერიოდში ეს მდიდრული შენობა უსახლკარო ადამიანებს კარს გაუღებს და ბევრ მოქალაქეს ქუჩაში გაყინვისგან გადაარჩენს.
პარიზის საქალაქო ადმინისტრაცია უძველეს Hotel de Ville -ში არის განთავსებული. როგორც მერის განცხადებაშია ნათქვამი, ორ უზარმაზარ ოთახში მოწყობილი იქნება სასადილო, საძინებელი და სანიტარული სივრცეები.
იდალგოს განმარტებით, დღეს პარიზში ოფიციალური მონაცემებით, 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ქუჩის პირობებში, ხოლო ზამთარში მათი იქ დარჩენა სიკვდილის ტოლფასია.
„მკლავები უნდა დავიკაპიწოთ. ასევე, მოვუწოდებ სხვადასხვა კომპანიას შემოგვიერთდეს და მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო საქმიანობაში”, – განაცხადა პარიზის მერმა.
როგორც ცნობილია, ევროპაში ზამთარში ძლიერი ყინვის დროს ყოველწლიურად არაერთი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

სხვა სიახლეები