უკრაინელი სტუდენტები რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს მიმართავენ და სთხოვენ, გადაამოწმონ მიღებული ინფორმაცია, დაინტერესდნენ მიმდინარე მოვლენებით და დაფიქრდნენ იმაზე, რომ მხოლოდ უკრაინელებისა და რუსების გადასაწყვეტია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ისინი მიმართავენ რუსეთში მცხოვრებ სტუდენტებს და აცხადებენ, რომ მომავალში ყველას მოუწევს ბავშვებისთვის ახსნა, თუ რატომ ესროდნენ ერთმანეთს. განცხადებაში ისინი ასევე მოუწოდებენ რუსეთს დაფიქრდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში მათ არაობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ურჩევენ, გადაამოწმონ მიღებული ინფორმაცია უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.
ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ აიტვირთა და უკვე 1.5 მილიონი ნახვა აქვს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?x-yt-ts=1422579428&x-yt-cl=85114404&v=mPB-sZ4sVss#t=19[/youtube]